01.12.2018
19 წლამდე დინამო მეორე ადგილზე გავიდა

ოქროს ლიგის 19 წლამდელთა გათამაშებაში ჩვენმა გუნდმა ბოლო ტურის მატჩი ჩაატარა. დინამომ შევარდენს უმასპინძლა და თვალსასეირო შეხვედრაში 5:3 იმარჯვა. კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი აზაროვმა, მექვაბიშვილმა და დარცმელიამ გაიტანეს. საბოლოოდ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა, ჩამორჩა რა თანაქალაქელ ლოკომოტივს ერთი ქულით. გუნდის ბომბარდირი 30 გატანილი გოლით თემურ გაბუნია გახდა, სულ კი დინამომ დასრულებულ გათამაშებაში 16 გაშვებულის წილ 75 გოლი გაიტანა.

 

დინამო 5:3 შევარდენი

დინამო: ხარშილაძე, გაგნიძე, უგრეხელიძე, დარცმელია, გაბიტაშვილი, გაბელაია, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, აზაროვ, კიტეიშვილი, გაბუნია

შევვლაზე შევიდნენ: მელიქიშვილი, კალანდაძე, ბერიაშვილი, გულდედავა, ბაბუნაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018