13.12.2018
წარმატებული სეზონი დინამოს აკადემიაში

დინამოს აკადემიის გუნდებმა 2018 წლის ასაკობრივ ჩემპიონატებში გამოსვლა წარმატებით დაასრულეს. ოქროს ლიგაში 19 წლამდელებმა ვლადიმერ კაკაშვილის თავკაცობით ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 17 წლამდე გუნდმა გოჩა ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ორი ტურით ადრე დაიცვა საჩემპიონო ტიტული. 16 წლამდელებმა ლევან გვანცელაძის თავკაცობით ჟიული შარტავას თასზე იპირველეს. გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე ოქროს მედლები შეინარჩუნა ვახტანგ იაგორაშვილის გაწვრთნილმა 15 წლამდე გუნდმაც. 14 წლამდე დინამომ ვასილ გეგუჩაძის თავკაცობით ერთი წლით უფროსების ვერცხლის ლიგაში ოქრო მიიღო. ვლადიმერ გოჩაშვილმა 13 წლამდელებით ერთი წლით უფროსი ასაკის ელიტ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა. 10 წლის დინამოელებმა ზურა ელიავას ხელმძღვანელობით 11 წლამდელთა ელიტ ლიგაში იმარჯვეს. 11 და 12 წლამდე გუნდები რევაზ გვარაკიძის და კახა გოგოლაძის თაოსნობით ასევე ერთი წლით უფროსების ლიგაში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019