14.03.2019
8 დინამოელი 16 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 16 წლამდე ნაკრები მომდევნო ერთი კვირის მანძილზე შეკრებას გაივლის და შემდეგ მაკედონიაში განვითარების თასზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. 21- დან 26 მარტამდე მიმდინარე ტურნირში საქართველოს მასპინძელთა გარდა მეტოქეობას აზერბაიჯანი და საუდის არაბეთი გაუწევენ. გიორგი ჩიტაურმა ნაკრებში დინამოს აკადემიიდან 8 ფეხბურთელს უხმო: ნიკა შურღაია, გიორგი ჩხეტიანი, საბა ხვადაგიანი, გიორგი აბუაშვილი, ლუკა გაგნიძე, ზაურ სიჭინავა, ნიკა მსხალაძე და ჯადული იობაშვილი გასამართი ტურნირისთვის მოემზადებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019