13.06.2019
14 წლამდე დინამოელები ბულგარეთში ფინალს ითამაშებენ

ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში გრძელდება VIVACOM CUP გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას დინამოს აკადემიის 14 წლამდელთა გუნდიც იღებს. B ჯგუფში სერბულ ვოივოდინასთან 4:2 გამარჯვების შემდეგ დინამო ოდესის ჩერნომორეცს შეხვდა და 2:2 დაუზავდა. თბილისელებმა პირველი ნახევარი გაბრიელ სიგუას და ნიკა ბულუხაძის გოლებით 2:0 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქემ ასევე ორი გოლი გაიტანა. საბოლოოდ დინამომ ჯგუფში პირველი ადგლი დაიკავა და ხვალ ტურნირის ფინალში მასპინძელ ლუდოგორეცს შეხვდება.

 U14 დინამო თბილისი 2:2 ჩერნომორეცი ოდესა

U14 დინამო: იობაშვილი, ბუცხრიკიძე, ხარჩილავა, სურმავა, სიგუა, ჩხიკვაძე, პარკაძე, ხორხელი, ფარცვანია, ბულუხაძე, შეროზია

სათადარიგო სკამი: ბაჩილავა, ჩიხრაძე, ცეცხლაძე, ნინიძე, გიუნაშვილი, უკლება, მახარაძე, ჯიქია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019