14.06.2019
13 წლამდე დინამოელების პირველი გამარჯვება ბუდაპეშტში

დღეს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტი აიღო Gallini Budapest Cup 2019 გათამაშებამ, რომელშიც მონაწილეობას დინამოს აკადემიის 13 წლამდელთა გუნდიც იღებს. საკმაოდ წარმომადგენლობით ტურნირზე დინამოელებს F ჯგუფში მეტოქეობას ფინური იაპსი და ალბანური ჯელნია შკოდრანე უწევენ. სულ ტურნირზე 24 მონაწილეა (8 ჯგუფი). დინამოელებმა პირველი მატჩი ფინელებთან გამართეს და 2:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლები სკანდინავიელებს ლაშა პატარკაციშვილმა და ალექსანდრე თურქიამ გაუტანეს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ თბილისელებს მთელი მატჩის მანძილზე დიდი უპირატესობა ჰქონდათ და მეტი სიზუსტის შემთხვევაში ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა. 15 ივნისს რევაზ გვარაკიძის გუნდი ალბანელებს ეთამაშება, შემდეგ პლეი ოფის მატჩები შედგება, 16 რიცხვში კი ფინალური შეხვედრებია დაგეგმილი.

U13 დინამო 2:0 იაპსი

U13 დინამო: ხელაშვილი, ხუფენია, გრიგალავა, ქელდიშვილი, ბენდიანიშვილი, ფეიქრიშვილი, პატარკაციშილი, ბუბუტეიშვილი, ნაჭყეპია, შაშიაშვილი, ვარსიმაშვილი

სათადარიგო სკამი: საური, თურქია, კერესელიძე, მამასახლისი, ბერძენიშვილი, სალია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019