11.09.2019
დინამო ბურჯანაძის თასის მფლობელია

დინამო თბილისის 13 წლამდე შემადგენლობამ გორში დასრულებული საერთაშორისო ტურნირი მოიგო. დღეს თენგის ბურჯანაძის თასის ფინალურ შეხვედრაში დინამომ ლოკომოტივს 3:0 მოუგო. საჯაიამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ქელდიშვილის ანგარიშზეა. რევაზ გვარაკიძის გუნდმა ფინალამდე რუსთავს 3:0 აჯობა, საბურთალოსთან ფრედ 2:2 ითამაშა და ბათუმის დინამოს 3:0 მოუგო. დინამოელებმა ოქროს მედლებთან ერთად ინდივიდუალური პრიზებიც მოიპოვეს: ტურნირის საუკეთესო მცველი ნიკა ბენდიანაშვილი გახდა. იგი ლეგენდარულმა დინამოელმა ალექსანდრე ჩივაძემ დააჯილდოვა. გათამაშების საუკეთესო ბომბარდირს ლუკა ბუბუტეიშვილს პრიზი კობა ახალკაცმა გადასცა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ალექსანდრე ფეიქრიშვილი კი გრიგოლ ცაავამ დააჯილდოვა.

დინამო 3:0 ლოკომოტივი

დინამო: ხელაშვილი, პატარკაციშვილი, ხუფენია, ქელდიშვილი, ბენდიანაშვილი, ფეიქრიშვილი, ბუბუტეიშვილი, შაშიაშვილი, ნაჭყეპია, ვარსიმაშვილი, თურქია

შეცვლაზე შევიდნენ: საური, მესტიაშვილი, ბერძენიშვილი, საჯაია, მამასახლისი, გრიგალავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019