18.06.2013
დინამოს აკადემიის გუნდი ვილიარეალთან დამარცხდა

აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე IBA Cup 2013 გათამაშებაზე დინამოს აკადემიის U-14 გუნდმა მორიგი შეხვედრა გამართა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მოზარდი დინამოელები ესპანეთის პრიმერადივიზიონში აღზევებული ვილიარეალის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ – 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში უპირატესობა ესპანური გუნდის ფეხბურთელებმა მოიპოვეს და ჩვენი გუნდი – 0:4 დამარცხდა.

 

დინამო U-14 0:4 ვილიარეალი U-14

 

დინამო U-14: გუგეშაშვილი, კილალიშვილი, ჯიჭონაია, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ქოჩორაშვილი, თაგვაშვილი, კუცია, ჩაკვეტაძე, სამსონია, თაგვიაშვილი

შეცვლაზე შემოვიდნენ: გურგენიძე, ჯიჭონაია, კოკაია, გრიგოლია, გაბაშვილი

 

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას დინამოელები ხვალ, ბელგრადის პარტიზანის წინააღმდეგ გამართავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019