03.05.2014
მორიგი გამარჯვება ელიტ ლიგაში

დინამოს აკადემიის 14 წლამდელთა გუნდმა ელიტ ლიგის გათამაშებაში საბურთალო ბენდელას უმასპინძლა. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა მეტოქეს 12 უპასუხო გოლი გაუტანეს. ჯიქიამ პოკერი შეასრულა, დუბლი ბერიძის ანგარიშზეა, თითო გოლი კი კიკალიშვილმა, ცერცვაძემ, თაგვიაშვილმა, კუციამ, თაგვაშვილმა და კოკაიამ გაიტანეს.

დინამო (U-14)  12:0  საბურთალო ბენდელა (U-14)

დინამო U-14: გურგენიძე, კიკალიშვილი, ქაფიანიძე (ბერიძე), ჭურღულაშვილი, ბადაშვილი, ცერცვაძე, თაგვიაშვილი (სამსონია), კუცია (სართანია), ჯიქია, თაგვაშვილი, კოკაია (გრიგოლია)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019