20.09.2014
დინამოელების გამარჯვება ელიტ ლიგასა და ჭაბუკთა ლიგაში

ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში დღეს პირველი ტურის მატჩები ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირში დინამოს აკადემიის 2000 წელს დაბადებულთა გუნდი ასპარეზობს. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდები ბასა აფხაზეთს დაუპირისპირდნენ და 1:0 აჯობეს მეტოქეს. შედეგიანი დარტყმა ბერიაშვილის ანგარიშზეა.

ჭაბუკთა ლიგაში ლევან გვანცელაძის გუნდმა (U-15) ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და 6 უპასუხო ბურთით დაჯაბნა მეტოქე. ერგემლიძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ტორპედოს კარში ბაბუნაძემ, კუციამ, სართანიამ და ჯიქიამ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ დინამოელებს 4 მატჩიდან 4 მოგება აქვთ - 36/1 ბურთების ბალანსით.

ჭაბუკთა ლიგის 17 წლამდელთა ტურნირში დინამოელებმა პირველ ადგილზე მყოფ ტორპედოელებს 2:0 მოუგეს და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალეს. შეხვედრა, რომელიც ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, საბოლოოდ ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გოლები მიხეილ ბაშალეიშვილის და ყურაშვილის ანგარიშზეა.

დინამო (2000) 1:0 ბასა აფხაზეთი (1999)

დინამო U-14: ბულისკერია, გაბელაია, ბასარია, ბ. ხარშილაძე, ჯიჭონაია, მამფორია, დარცმელია, გ. ხარშილაძე, გოგოლაძე, დავითაშვილი, ბეგაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ბერიაშვილი, ჩიქოვანი, საღირაშვილი, დოლიძე

დინამო U-15  6:0  ტორპედო U-1

დინამო U-15: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, კოკაია, ბაბუნაძე, ერგემლიძე, კუცია, თაგვაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ჭურღულაშვილი, ბადაშვილი, სამსონია, სართანია, ჯიქია

დინამო U-17  2:0  ტორპედო U-1

დინამო U-17: ქავთარაძე, ჭურაძე, ხატიაშვილი, ფიფია, ფოჩხუა, ნ. ბაშალეიშვილი, სეიდოვი, ჩაკვეტაძე, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ყურაშვილი, ჯამარაული, ჩაჩუა, აღდგომელაშვილი, ღვინიაშვილი, ფირცხალავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019