29.10.2014
17 წლამდელთა ნაკრები ელიტ რაუნდში გავიდა

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე მატჩი გამართა. გოჩა ტყებუჩავას გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლა და 2:1 აჯობა მეტოქეს. ანგარიში ბალტიისპირელებმა 31- ე წუთზე კაიტის ზუსტი დარტყმით გახსნეს. 53- ე წუთზე არაბულმა აღადგინა სტატუს ქვო, ხოლო 79- ე წუთზე ნინუამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა- 2:1. ამ გამარჯვებით ჭაბუკმა ჯვაროსნებმა მომავალი წლის ელიტ რაუნდის საგზური გაინაღდეს. საქართველოს ნაკრებში დინამოდან 8 ფეხბურთელია გამოძახებული. ჩატარებულ შეხვედრაში კი შვიდმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა და შვიდივემ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა. ესენია: თორნიკე ჭურაძე, ნიკოლოზ ყურშავიშვილი (კაპიტანი), ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, აკაკი ყურაშვილი, ნიკა ნინუა და ირაკლი ბუღრიძე.

მომდევნო შეხვედრას ჭაბუკთა ნაკრები 31 ოქტომბერს პოლონელ თანატოლთა წინააღმდეგ გამართავს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019