10.11.2014
პატარა დინამოელები ფინალში გავიდნენ

რევაზ მგელაძის სახელობის მემორიალურ ტურნირზე პატარა დინამოელებმა ნახევარფინალური მატჩი ჩაატარეს და ზედიზედ მესამე გამარჯვებას მიაღწიეს. ლურჯ-თეთრების მეტოქე სულაქველიძის აკადემია გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ტურნირში 2003 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობენ. დინამოელებმა ოპონენტს 4 უპასუხო გოლით მოუგეს. მე- 8 წუთზე გაგნიძემ გახსნა ანგარიში, 22- ე წუთზე ქავთარაძემ გაიტანა, 38- ეზე კერესელიძემ აიღო მეტოქის კარი, ხოლო 45- ე წუთზე ქავთარაძემ დუბლი მიითვალა.

დინამოელები ფინალს 10 ნოემბერს ჩაატარებენ. საბურთალოსთან დაპირისპირება ბენდელას სტადიონზე 20.00 საათზე დაიწყება.

დინამოს აკადემია 4:0 სულაქველიძის აკადემია

დინამო U-11: კოტრიკაძე, ქავთარაძე, გოგოტიშვილი, სიჭინავა, სიხარულაშვილი, გაგნიძე, აბუაშვილი, ბაბლუანი, ოდიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ფიფია, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, კერესელიძე, თარგამაძე, კეკელიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019