14.11.2014
14 წლამდელების მორიგი გამარჯვება ელიტ ლიგაში

ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდები, რომლებიც დაუმარცხებლად ასპარეზობენ ტურნირში, ნორჩ დინამოელს დაუპირისპირდნენ. ჩვენი აკადემიის გუნდმა სამი უპასუხო ბურთით აჯობა მეტოქეს. გოლები დავითაშვილმა, ხარაბაძემ და ბეგაშვილმა გაიტანეს. დინამოელებმა ცხრა შეხვედრაში 25 ქულა დააგროვეს და 32/6 ბურთების ბალანსით ლიდერებენ ტურნირს.

ნორჩი დინამოელი 0:3 დინამო (U14)

დინამო: ბულისკირია, ბ. ხარშილაძე, ბასარია, ხარაბაძე, დოლიძე, ბაბუნაძე, მამფორია, დარცმელია, დავითაშვილი, ჩიქოვანი, გ. ხარშილაძე,

შეცვლაზე შევიდნენ: გოგოლაძე, ბერიაშვილი, ბეგაშვილი, გულდედავა, ჯიჭონაია, გაბელაია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019