03.12.2014
ელიტ რაუნდში მეტოქეების ვინაობა გაირკვა

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის კენჭისყრა ჩატარდა.

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები გოჩა ტყებუჩავა ხელმძღვანელობით, ელიტ რაუნდის მატჩებს ჰოლანდიაში გამართავს. ახალგაზრდა ჯვაროსანთა და ნარინჯისფერთა ნაკრების გარდა მესამე ჯგუფში ბელგია და ჩრდილოეთ ირლანდია იასპარეზებს. მატჩები 12, 14 და 17 მარტს გაიმართება. ფინალური ეტაპი კი ბულგარეთში 6- დან 22 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

ჯვაროსანთა 19 წლამდელთა კრებული ელიტ ლიგის შეხვედრებს თბილისში გამართავს. გიორგი დევდარიანის ნაკრებს, პირველ ჯგუფში ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი ეყოლება მეტოქეებად. შეხვედრები 29, 31 მაისს და 3 ივნისს გაიმართება. ფინალური ეტაპი საბერძნეთში 6-15 ივლისს ჩატარდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019