07.02.2019
კიდევ ერთი ესპანელი დინამოში

ჩვენს კლუბში კიდევ ერთი ესპანელი ახალწვეულია. დინამოს 26 წლის მარცხენა მცველი სერხიო ნოჩე შეუერთდება. ნოჩემ საფეხბურთო კარიერა ალმერიას ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ სიუდად ვიკარის, ელინის, სანტბოიას, არანდინას და სან ფერნანდოს რიგებში გამოდიოდა. სერხიო ნოჩემ სამედიცინო შემოწმება გაიარა, დინამოსთან ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა და თურქეთში მყოფ თანაგუნდელებს ხვალ შეუერთდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019