05.06.2019
ლენარტ იოჰანსონი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში უეფას საპატიო პრეზიდენტი - ლენარტ იოჰანსონი გარდაიცვალა. შვედი საფეხბურთო მოღვაწე ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს 1990- დან 2007 წლამდე ედგა სათავეში. დინამო თბილისი მწუხარებას გამოთქვამს ლენარტ იოჰანსონის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019