23.03.2013
შოთა შავგულიძე – 101

1912 წლის 23 მარტს ჩვენი გუნდის ლეგენდარული მცველი და საკავშირო ჩემპიონატზე გუნდის პირველი კაპიტანი, სპორტის დამსახურებული ოსტატი- შოთა შავგულიძე დაიბადა. იგი ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 1931 წლიდან 1940 წლამდე ასპარეზობდა და დინამოს ფორმით 112 შეხვედრა გამართა. არის 1939 და 1940 წლების საკავშირო პირველობის ვერცხლის მედალოსანი და 1936 წლის პრიზიორი. ორჯერ 1936 და 1937 წლებში ბროლის თასის ფინალში, კაპიტნის სამკლაურით გუნდი მოედანზე გაიყვანა. საქართველოს და ამიერკავკასიის ნაკრები გუნდების მოთამაშე. 1941–1945 და 1962 წელს გუნდის უფროსი იყო, ხოლო 1945–1946 წლებში დინამოს მწვრთნელი. შოთა შავგულიძე 1963 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018