11.01.2014
მათე ცინცაძე – ჩემი ოცნება იყო, რომ დინამოში მოვხვედრილიყავი

დინამო თბილისში 1995 წლის 7 იანვარს დაბადებული ნახევარმცველი, მათე ცინცაძე ითამაშებს. 19 წლის მათემ ფეხბურთის თამაში ფოთში დაიწყო, შემდგომში კი კარიერა თბილისის ლოკომოტივში განაგრძო, სადაც მან 6 წელი გაატარა. უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში კი ახალგაზრდა ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა. მათე ცინცაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებ გუნდში აქვს ნათამაშები.

 

მათე ცინცაძე – ჩემი ოცნება იყო, რომ დინამოში მოვხვედრილიყავი. ძალიან გამიხარდა, რაღაც შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ როდესაც დინამოს ინტერესის შესახებ შევიტყვე, არც დავფიქრებულვარ. დინამოს ერთგული გულშემატკივრები ყავს და ვპირდები, რომ მათთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში და ევროასპარეზზე ღირსეულად გამოვიდეთ. დინამოში ძალიან კარგი პირობებია, აქ ყველაფერია, რაც ფეხბურთელს სჭირდება. მოხარული ვარ, რომ დინამოს ღირსებას ვიცავ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018